ახალი ამბები
საზოგადოებრივი ცენტრი იორმუღანლოს თემში [Photo]
საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, იორმუღანლოს თემში რიგით 34-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა.

ადგილობრივების თქმით, ეს მნიშვნელოვანი სიახლეა და სხვადასხვა სერვისის მისაღებად საგარეჯოში სიარული აღარ მოუწევთ.

„საგარეჯოში გვიხდებოდა წასვლა. ხალხის ნაწილი ქართულად ვერ საუბრობს, ამიტომ საჭირო იყო ვინმე გაყოლოდათ თან, ვინც ენა იცოდა. ეს ყველაფერი პროცესს ართულებდა. მინისტრმა აღნიშნა, რომ არასრულწლოვანთან ქორწინება დასჯადია. ეს ბევრმა არ იცის სოფელში. ცენტრის არსებობა ხელს შეუწყობს იმას, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს.“- აღნიშნა სოფელ ლამბალოს მკვიდრმა იმრან ველიევმა.

ცენტრში სხვადასხვა სერვისის მიღება ერთ სივრცეში იქნება შესაძლებელი,

„სიახლე მნიშვნელოვანია როგორც ახალგაზრდებისთვის, ასევე უფროსი თაობისთვის. გვექნება საშუალება აქ მოვიდეთ და ვისარგებლოთ ინტერნეტით. შეგვეძლება ავიღოთ პირადობის მოწმობები. აქამდე საგარეჯოში წასვლა გვიხდებოდა.“ გვითხრა იორმუღანლოს საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასის მოსწავლემ ასან ქაზუმოვმა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს მასშტაბით კიდევ 10 ცენტრი შენდება.

| Print |
FaceBook Twitter Google