საზოგადოება
საქართველოში საარჩევნო კამპანია დაიწყო
დღეს საქართველოში ყველაზე გრძელვადიანი წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, პარტიებს უფლება აქვთ აგიტაცია-პროპაგანდა დაიწყონ.

ძალაში შევიდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შესახებ აკრძალვა. ამოქმედდა მაღალჩინოსნების მხრიდან ნებისმიერი პარტიის წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის აკრძალვა. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საპარლამენტო არჩევნების თარიღის დანიშვნაზე განკარგულებას ხელი 3 ივნისს მოაწერა, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა კი 8 ივნისს. არჩევნებში მონაწილეობის მსურველი პარტიების რეგისტრაცია აგვისტომდე გაგრძელდება.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები არჩევნები /