საზოგადოება
საგარეჯოში, სიღნაღსა და გურჯაანში "დელტამ" სეტყვასაშიში ღრუბლები დაშალა
„დელტას“ სეტყვასაწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ, 9 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან, კახეთის რეგიონის დასავლეთ მიმართულებაზე, საგარეჯოს რაიონში შემომომავალი ღრუბლის ფრონტი დაფიქსირდა. მასები სიღნაღისა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში გავრცელდა.
ღრუბელში სეტყვასაშიში პროცესების დაწყების შემდეგ, ნალექის მასები სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტებით დამუშავდა.

"დელტას" ინფორმაციით, ქართული წარმოების რაკეტები გაისროლეს, რის შედეგადაც ნალექის მასა მთლიანად წვიმის სახით ჩამოიცალა.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სეტყვა / დელტა /