საზოგადოება
სოფელი მანავი და დიდი ჩაილური დაისეტყვა
წუხელ სეტყვა მოვიდა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავსა და დიდ ჩაილურში. გამგეობაში შექმნილი სპეციალური კომისია ზარალს ამ წუთებში ითვლის.

-"დასეტყვილია ვენახები, კომისია ახლა მუშაობს, ზარალს ითვლიან. ალბათ საღამომდე მორჩებიან. დილითვე იყვნენ მოსულები, მაგრამ ვერ შევიდნენ, ტალახი იყო."- განუცხადა speqtri.ge-ს გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ მანავში დიმიტრი საბაშვილმა.


სტიქიამ კახეთი მიმდინარე წელს რამდენჯერმე დააზარალა. სხვადასხვა დროს დაისეტყვა საგარეჯო, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი და ყვარელი.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები მანავი / სეტყვა /