საზოგადოება
სად იკრძალება საარჩევნო პლაკატების გაკვრა
გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ის ადგილები განსაზღვრა, სადაც პოლიტიკურ პარტიებს სააგიტაციო მასალების განთავსება შეეძლებათ.
ესენია:

1. კულტ-სახლების ფასადები და მათი კაპიტალური მესერი;

2. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ დაფუძნებული სასწავლო-აღმზრდელობითი დაწესებულებების კაპიტალური მესერი;

3. სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის საკუთრებაში არსებული შენობა-ნაგებობების კაპიტალური მესერი, გარდა მათი ადმინისტრაციული შენობებისა. აგრეთვე მათ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საკუთრებაში არესებული შენობა-ნაგებობები და მათი კაპიტალური მესერი.

4. სახელმწიფო და ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე განთავსებული ღამის განათების ბოძებზე- სამი მეტრის სიმაღლემდე დაშვებით, მაგრამ ბოძზე დამონტაჟებულ კვანძებთან, სადენებთან და სხვა ელ-მოწყობილობებთან არაუმეტეს ერთი მეტრის სიახლოვეზე.

ამ ადგილების გარდა სააგიტაციო მასალა შეიძლება გამოიფინოს სხვა ობიექტებზე მესაკუთრის ან მფლობელის თანხმობის შემთხვევაში.
საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია საკულტო ნაგებობებზე, სახელმწიფო ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების, სასამართლოს, იუსტიციის სახლის, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის, პოლიციის, გურჯაანის თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოების შენობების ინტერიერისა და ექსტერიერში, აგრეთვე საგზაო ნიშნებზე.




| Print |
FaceBook Twitter Google