საზოგადოება
საგარეჯო 10 დღე ელექტროენერგიის გარეშე დარჩება
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფლებს 17-დან 27 ივნისის ჩათვლით ენერგომომარაგება შეეზღუდება. კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, მიზეზი  ელექტროგადამცემი ხაზების ნარგავებისგან გასუფთავებაა.

ზემოთ აღნიშნულ პერიოდში, 10:00-დან 18:00 სთ-მდე ენერგომომარაგება შეუწყდება შემდეგ სოფლებს: გომბორს, ვერონას, რუსიანს, პალდოს, ასკილაურს, სასადილოს, კოჭბაანს, გორანას, იკვლივგორანას და მუხროვანის სამხედრო ნაწილს.

| Print |
FaceBook Twitter Google