საზოგადოება
თელავში წიგნის კიდობანი დადგეს
თელავში წიგნის კიდობანი განთავსდა. კიდობანის განთავსების იდეა ინოვაციურია და იგი თელავის მერიასა და ეროვნულ ბიბლიოთეკის შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში განხორციელდა.

ხის კიდობანში განთავსდება ასეულობით წიგნი. წიგნების აღებისა და წაკითხვის, შესაძლებლობა ნებისმიერ მსურველს  შეეძლება. აღნიშნული ინიციატივა  მიზნად ახალგაზრდებში წიგნიერების ამაღლებას ისახავს. ინოვაციური პროექტის პრეზენტაციას ქალაქ თელავის მერი პლატონ კალმახელიძე, საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, მერის მოადგილეები ალექსანდრე საჩიშვილი და ლევან ლილუაშვილი, ცნობილი მხატვარი ლევან მოსიაშვილი, ეროვნული ბიბლიოთეკის აღმასრულებელი დირექტორი მირიან ხოსიტაშვილი, ფრანგული ორგანიზაცია ”შანსის კლუბი” პრეზიდენტი ტატიანა ბალდიუკი და ”მოქალაქე ევროპული განვითარებისათვის ”ხელმძღვანელი გიორგი მოსიაშვილი ესწრებოდნენ.
| Print |
FaceBook Twitter Google