1 ივლისს, 15:00 საათზე, თელავის NIMD-ის ოფისში სახალხო დამცველის
აპარატისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების
წარმომადგენლები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს,
დასაქმებულებს და სტუდენტებს შეხვდებიან.
შეხვედრა ჩატარდება ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტის
,,მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმება საქართველოს
სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ვალდებულებების
ჭრილში“ ფარგლებში. პროექტი ერთობლივად ხორციელდება პროფკავშირების
გაერთიანებისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ. მისი მიზანია
კვლევის საფუძველზე მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებულ საკითხებზე
რეკომენდაციების გაცემა.
მასალის გამოყენების პირობები