საზოგადოება
სახალხო დამცველის აპარატი თელავში შეხვედრას გამართავს
1 ივლისს, 15:00 საათზე, თელავის NIMD-ის ოფისში სახალხო დამცველის აპარატისა და პროფესიული კავშირების გაერთიანების წარმომადგენლები  არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, დასაქმებულებს და სტუდენტებს შეხვდებიან.
შეხვედრა ჩატარდება ებერტის ფონდის მიერ დაფინანსებულ პროექტის ,,მინიმალური ხელფასის პოლიტიკის შესაბამისობის შემოწმება საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისა და საერთაშორისო ვალდებულებების ჭრილში“ ფარგლებში. პროექტი ერთობლივად ხორციელდება პროფკავშირების გაერთიანებისა და სახალხო დამცველის აპარატის მიერ. მისი მიზანია კვლევის საფუძველზე მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებულ საკითხებზე რეკომენდაციების გაცემა.


| Print |
FaceBook Twitter Google