საზოგადოება
2016 წელი ყველაზე ცხელი წელი იქნება
2013 წლის ბოლოსთვის, მეცნიერებმა დაადგინეს, რომ დედამიწის ზედაპირი ყოველ 40 წელიწადში 1 გრადუსით თბება.


2014 წლის მარტში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ: „ზუსტად არავინ იცის რა მოხდება, თუ დათბობა გაგრძელდება, მაგრამ ის კი ვიცით, რომ დედამიწაზე ამინდი ნამდვილად შეიცვლება. ხმელეთიდან მეტი წყალი აორთქლდება, რაც მიწის გამოშრობას გამოიწვევს. ოკეანეებთანაც იგივე პრობლემა იქნება
ამას კი მეტი წვიმა და, შესაბამისად, სანაპირო რეგიონების დატბორვა მოჰყვება. კლიმატის ცვლილების შედეგად მოხდება ცხოველებისა და მცენარეების ნაწილის მიგრაცია ახალ ადგილებზე, ნაწილი კი გადაშენდება. გლობალური დათბობის შედეგები შეიძლება კატასტროფული იყოს. თუმცა არსებობს გლობალური დათბობის შენელების ბევრი ხერხიც, რაზეც მსოფლიოს მრავალი ქვეყანა ერთად მსჯელობს.“

გაეროს განცხადებით, ჰაერის ტემპერატურა საგანგაშო ნიშნულს აღწევს. აერონავტიკისა და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2016 წელი ყველაზე ცხელ წლად არის მიჩნეული. მეტეოროლოგიის მსოფლიო სააგენტოს წარმომადგენლის კლერ ნულისის განმარტებით, მაისი რიგით მეთორმეტე თვეა, რომელმაც ჰაერის ტემპერატურის უმაღლესი მაჩვენებლების მიხედვით რეკორდი დაამყარა.

გაერო იმ ქვეყნებს, რომლებმაც პარიზში გამართულ კლიმატის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში მიღებულ დოკუმენტს ხელი მოაწერეს, შეთანხმების დაუყოვნებლივ იმპლემენტაციას სთხოვს. პარიზის კლიმატის შეთანხმების მიხედვით, ქვეყნებს მსოფლიო ტემპერატურის მატება 2 გრადუსი ცელსიუსის ქვემოთ უნდა შეენარჩუნებინათ


წყარო: მედიამაილ.გე
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები 2016 / ცხელი წელი /