საზოგადოება
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავოს ისეთ ადგილებზე სურსათის შეძენისგან, სადაც დაცული არ არის უსაფრთხო შენახვისა და რეალიზაციის პირობები.


„ტემპერატურის მატების გამო, გარევაჭრობის ადგილებში განსაკუთრებით საშიშია ისეთი მაღალი რისკის შემცველი სურსათის შეძენა, როგორიცაა ხორცი და ხორცპროდუქტები, რძე და რძის ნაწარმი, მალფუჭებადი საკონდიტრო პროდუქტები. სურსათის ეროვნული სააგენტო გაფრთხილებთ, არასათანადო პირობებში განთავსებული სურსათის გამოყენება საფრთხეს უქმნის თქვენს ჯანმრთელობას.“-ნათქვამია განცხადებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google