საზოგადოება
საქართველოში წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 4 – 6 ივლისს საქართველოში არამდგრადი ამინდი იქნება. მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +26, +31° დაფიქსირდება.
7 ივლისს ზოგიერთ რაიონში ისევ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს და +30, +35° იქნება.
8 - 10 ივლისს წვიმიანი ამინდი გაგრძელდება, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28° - მდე დაიკლებს, აღმოსავლეთ საქართველოში +28, +33° - ის ფარგლებშია მოსალოდნელი.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები წვიმა / ელჭექი /