საზოგადოება
ასწლოვანი ხე მოსახლეობას საფრთხეს უქმნის
ხე, რომელიც სიმაღლით 70 მეტრს აღემატება, უკვე წლებია თავისუფლების ქუჩა 26-ში მცხოვრებ მოსახლეობისთვის პრობლემას წარმოადგენს.


როგორც ადგილობრივები ამბობენ, ხის გადაბელვის თხოვნით გამგეობას რამდენჯერმე მიმართეს.
„ხე თითქმის 100 წლისაა. ფესვები მაღლა აქვს და დაფუტოროებას იწყებს. 2012 წელს ტოტები ჩამოემტვრა, ავტოფარეხები და დენის მავთულები დაზიანდა. დახმარების თხოვნით, გამგეობაში განცხადება შევიტანეთ, მოგვივიდა პასუხი, ნებართვას მოგცემთ და თქვენ თვითონ მოჭერით, ჩვენ ამის სახსრები არ გვაქვსო. ამის შემდეგ განცხადება კიდევ შევიტანეთ. თვითონვე ამბობენ, რომ ძვირი ჯდება და ჩვენი სახსრებით რა გავაკეთოთ?! ამწე სჭირდება, კალათა და „დრუჟბა“. სანამ ვინმეს არ დაეცემა და მსხვერპლი არ იქნება, მანამ არ მოჭრიან?! ამ წუთასაც მოტეხილი ტოტი, დენის კაბელზე დევს,“ - აღნიშნა ლუნა უტიაშვილმა.

საკითხის გასარკვევად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობას მივმართეთ, მაგრამ მათ კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.
| Print |
FaceBook Twitter Google