საზოგადოება
სიღნაღის მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ეკომიგრანტებს სახელმწიფო ბინას შეუძენს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ ქალაქ სიღნაღში მეწყრულ ზონაში მცხოვრებ 5 ოჯახს ეკომიგრანტის სტატუსი მიანიჭა.
"მარინა ჩახვაშვილი, ავთანდილ მურადელი, ბესიკ ქილიტაური, გია გოგოსაშვილი და თამაზ მჭედლიშვილი მეწყერის გამო ავარიულ სახლებში ცხოვრობენ და მათი სახლების დაზიანების სერიოზული საშიშროებაა. სახელმწიფომ, თითოეულ მათგანს ახალი სახლების შესაძენად 25 ათასი ლარი გამოუყო."- განმარტავენ გამგეობაში.

ადგილობრივ თვითმმართველობას  დახმარებისთვის ამავე ზონაში მცხოვრებმა კიდევ რამდენიმე ოჯახმა მიმართა. გამგეობის ინფორმაციით, მათ განცხადებებს გარემოს დაცვის სამინისტროს კომისია შეისწავლის.

| Print |
FaceBook Twitter Google