საზოგადოება
1 აგვისტოდან მიწის რეგისტრაცია უფასო გახდება
1 აგვისტოდან სრულად ამოქმედდება კანონპროექტი, რომელიც მიწის რეგისტრაციას ამარტივებს. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ცვლილებების მიზანი იმ სირთულეების აღმოფხვრაა, რომელთაც მიწის ნაკვეთების მფლობელები ქონების რეგისტრაციის პროცესში აწყდებიან.
მოსახლეობა უფასო მომსახურებით ერთი წლის მანძილზე ისარგებლებს.

დოკუმენტაციის მოძიება და სისტემატიზაცია, ნოტსრიუსის მიერ გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერის დამოწმება, სანოტარო მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია, საკადასტრო აზომვები, ნახაზის გარეშე რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის დაზუსტება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია - ეს იმ სერვისების ჩამონათვალია რომელსაც მოსახლება უფასოდ მიიღებს.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის ქვეყანაში არსებული მიწის ნაკვეთების 25%- ია რეგისტრირებული.



| Print |
FaceBook Twitter Google