საზოგადოება
ახმეტის რამდენიმე სოფელს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება
13 ივლისს ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება. კახეთის ენერგოდისტრიბუციის ინფორმაციით, მიზეზი პროფილაქტიკური სამუშაოებია.

12:00-დან 13:00 სთ-მდე ელექტროენერგია შეუწყდება სოფელ მატანს, 13:00 დან 14:00 სთ-მდე პანკისის ხეობის სოფლებს, ხოლო 14:30-დან 16:00 სთ-მდე ზემო ალვანს, ქვემო ალვანს, ფიჩხოვანს, მაღრაანს, ბაბანეურსა და არგოხს.

| Print |
FaceBook Twitter Google