საზოგადოება
გაათავისუფლეს თუ არა გურჯაანის პოლიციის უფროსი
speqtri.ge-ს ინფორმაციით, კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსი გიორგი კრაწაშვილი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. რამდენიმე დღეა, ის სამსახურში არ გამოცხადებულა.
მის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია ვრცელდება, ერთ-ერთი მათგანი კი კორუფციულ გარიგებას უკავშირდება.

შსს speqtri.ge-სთან აღნიშნულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს, თუმცა გიორგი კრაწაშვილი სამსახურში არც დღეს იმყოფება. ის გურჯაანის პოლიციის უფროსად 2014 წლიდან მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ კახეთის საოლქო პროკურატურა ამ დრომდე იძიებს 19 წლის ლადი ელიკაშვილის საჩივარს, რომელიც გიორგი კრაწაშვილსა და გურჯაანის რაიონული სამმართველოს რამდენიმე თანამშრომელს ცემაში ადანაშაულებს.



| Print |
FaceBook Twitter Google