საზოგადოება
გურჯაანის პოლიციის უფროსმა თანამდებობა დატოვა
შინაგან საქმეთა სამინისტრო კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსის გიორგი კრაწაშვილის გათავისუფლებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
_"მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში მიდის სამსახურებრივი შემოწმება. იმისათვის, რომ პროცესს ხელი არ შეეშალოს, გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსმა გიორგი კრაწაშვილმა საკუთარი სურვილით დაწერა განცხადება და დატოვა თანამდებობა. რაც შეეხება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს."- განუცხადეს speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

თუმცა რა სახის მიმართვებს ჰქონდა ადგილი, უწყებაში არ აკონკრეტებენ.

speqtri.ge-სთვის გიორგი კრაწაშვილის გათავისუფლების შესახებ დღეს დილით გახდა ცნობილი, თუმცა მაშინ შსს-მ ინფორმაცია კატეგორიულად უარყო.


| Print |
FaceBook Twitter Google