საზოგადოება
"საფერავზე" 20 თეთრი, "რქაწითელზე" კი 45 თეთრი სუბსიდია გაიცემა
სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას განცხადებით, მიმდინარე წელს სუბსიდიის სახით ერთ კილოგრამ „საფერავის“ ჯიშის ყურძენზე 20 თეთრი,  ხოლო „რქაწითელზე“ 45 თეთრი გაიცემა.

„ყველაზე გამართლებული შარშანდელი პრაქტიკა აღმოჩნდა, სადაც ბენეფიციარი ანაზღაურებას სუბსიდიის ნაწილში 15 დღის შემდეგ იღებს. „რქაწითელის“ ნაწილში გვექნება 45-თეთრიანი სუბსიდირება, ხოლო „საფერავის“ ყურძენზე 20-თეთრიანი სუბსიდირება. დაახლოებით 147 000 ტონა გადასამუშავებელ ყურძენს ველოდებით და საერთო ჯამში, ვვარაუდობთ, რომ, შარშანდელთან შედარებით, დაახლოებით, 2000-3000 ტონით მეტი შეიძლება იყოს. აღნიშნული ასევე ითვალისწინებს ხელშეწყობას იმ ნაწილში, რომ მნიშვნელოვნადაა შემცირებული ღვინის საექსპორტო ღირებულება. იმის მიუხედავად, რომ ღვინის ექსპორტი 44%-ით არის გაზრდილი, შარშანდელ მონაცემებთან შედარებით, დაახლოებით, 25%-ით არის შემცირებული ფასი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჯერ კიდევ საჭიროა სტიმული“- განაცხადა ოთარ დანელიამ.

გასულ წელს რქაწითელის ჯიშის ყურძენზე სუბსიდია 35 თეთრი იყო, ხოლო საფერავზე 15 თეთრი.


| Print |
FaceBook Twitter Google