საზოგადოება
კახეთს ახალი ნაგავმზიდები მოემსახურება
წლის ბოლოდან საქართველოს რეგიონებს ახალი ნაგავმზიდები მოემსახურება. მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით
პროექტს 10 მილიონი ევროთი EBRD-ი აფინანსებს და ამასთან, ორი მილიონი ევრო ამ მიმართულებით გრანტის სახით გამოიყოფა.
ფონდის ხელმძღვანელის ჯუანშერ ბურჭულაძის ინფორმაციით, წლის ბოლომდე 30 ერთეული ტექნიკა იქნება შემოყვანილი, მთლიანობაში კი პროექტი 150 ნაგავმზიდის შემოყვანას ითვალისწინებს.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს შესაბამისი სატენდერო პროცედურები და სპეციალისტები სატენდერო წინადადებებს აფასებენ.

ნაგავმზიდებთან ერთად რეგიონებში ნაგვის ახალი ურნებიც დაიდგმება, რაზეც დაახლოებით მილიონ 800 ათასი ევროა გათვალისწინებული. ურნების სავარაუდო რაოდენობა 6 ათასია. მათ უკვე მიმდინარე წელს შემოიტანენ.

„ახალი ტექნიკითა და ურნებით მოვიცავთ ყველა მუნიციპალიტეტს, მათივე მოთხოვნის საფუძველზე. აღსანიშნავია, რომ მათ ეს ტექნიკა ფაქტობრივად სესხის სახით გადაეცემათ, რომელიც 10 წლის განმავლობაში უნდა დაფარონ. ნაგავმზიდი სამი სხვადასხვა მოცულობისა და გამავლობის იქნება, რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე: პირობითად, სვანეთსა და თუშეთს გამოეყოფა ორხიდიანი მაღალი გამავლობის მანქანები, რომელიც ოპერირებას ზამთარშიც მოახდენს,“ – აცხადებს ჯუანშერ ბურჭულაძე.

| Print |
FaceBook Twitter Google