საზოგადოება
ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა
ქალაქ თელავში ჩოხელის ქუჩის რეაბილიტაცია დასრულდა. სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ასფალტო-ბეტონის საფარი, მოწესრიგდა ტროტუარები და შეიცვალა სანიაღვრე სისტემა.

ასფალტის საფარი მოეწყო საცხოვრებელი სახლების შესასვლელებშიც. ასევე დასრულდა  პარალელურად მდებარე ბახტრიონის ქუჩის რეაბილიტაციაც. აღნიშნული ქუჩების რეაბილიტაციაზე ჯამში 1 026 346 ლარი დაიხარჯა. აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში აღნიშნული ქუჩების ყოველწლიურ შემაკეთებელ სამუშაოებზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკმაოდ მოცულობითი თანხები იხარჯებოდა.
| Print |
FaceBook Twitter Google