გურჯაანის საბიბლიოთეკო სამუზეუმო გაერთიანებაში „ვეფხისტყაოსნის“
ხელით გადაწერა მიმდინარეობს.
„ჩვენ ვწერთ „ვეფხისტყაოსანს'' ასე ჰქვია პროექტს, რომლის იდეაა
გურჯაანის მუნიციპალიტეტს ჰქონდეს მოსახლეობის მიერ ხელით დაწერილი
სტრიქონები. ყველა მსურველს შეუძლია მოვიდეს სამკითხველო დარბაზში და
ნაბეჭდი წიგნიდან გადაწეროს ერთი სტროფი. წიგნს თანდართული ექნება იმ
პირთა სია, ვინც მონაწილეობას მიიღებს მის შედგენაში.“-აღნიშნა
საბიბლიოთეკო სამუზეუმო გაერთიანების დირექტორმა მაია ბეროშვილმა.
ბიბლიოთეკის პერსონალის ინფორმაციით, პოემის გადაწერის მსურველი
ძალიან ბევრია.
„გავიგე, რომ ვეფხისტყაოსნის გადაწერა ხდებოდა. გამიჩნდა სურვილი ერთი
სტროფი მეც დამეწერა, ამიტომ დღეს ჩემს მეგობრებთან ერთად
მოვედი,“-აღნიშნა ნუცა ბედიანაშვილმა.
აღსანიშნავია, რომ 2016 წელი იუნესკომ რუსთაველის წლად
გამოაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები