საზოგადოება
თელავსა და ახმეტას ელექტროენერგია დროებით შეუწყდება
18 ივლისს თელავის და ახმეტის მუნიციპალიტეტების რამდენიმე სოფელს ენერგომომარაგება დროებით შეუწყდება.


დილის 07:00-დან 11:00 სთ-მდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ქისტაურს, ახშანს, არაშენდას, ახშნის ველებს, იმერლიაანთ უბანს, ჩაბინაანს,ზემო ხოდაშენს, ოჟიოს, კოღოთოს, აწყურს და ხორხელს. ქსელიდან გაითიშება ასევე კომპანია ,,ბადაგონი"

ასევე ენერგომომარაგება დროებით შეეზღუდება თელავის სოფლებს:
11:00-დან 11:30 სთ-მდე - ყარაჯალას;
11:30-დან 12:00 სთ-მდე - გულგულას;
12:00-დან 12:30 სთ-მდე - ვარდისუბანს და იყალთოს;
12:30-დან 13:00 სთ-მდე - რუისპირს;
13:00-დან 13:30 სთ-მდე - თეთრწყლებს;
სამუშაოების დასრულების შემდეგ ქსელიდან გათიშულ სოფლებში ენერგომომარაგება აღდგება.
| Print |
FaceBook Twitter Google