საზოგადოება
საპროტესტო აქცია ყვარელში
ყვარელში, მეურნეობის დასახლებაში მცხოვრები ათობით ოჯახი ამორტიზებული ნაძვის ხეების მოჭრას და ავარიული სახლების რეაბილიტაციას ითხოვს.  დღეს მათ საპროტესტო აქცია გამართეს.

მოსახლეობის თქმით, ხეები მთლიანად დაზიანებულია და ის სიცოცხლისთვის სახიფათოა.მათივე განცხადებით, მუნიციპალიტეტის გამგეობაში რამდენჯერმე გაგზავნილი წერილის მიუხედავად, ყურადღებას არავინ აქცევთ.  აქციის მონაწილეების თქმით,  უამინდობის დროს წყალი მათ სახლებში ჩადის, რის გამოც შენობის საძირკველი დაზიანდა და სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

ადგილობრივების პრეტენზიებს ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამოეხმაურნენ. გამგებლის მოადგილე ოთარ ბუჯიაშვილი ადგილობრივებს პრობლემის მოგვარებას დაპირდა.
| Print |
FaceBook Twitter Google