საზოგადოება
საქართველოში ტემპერატურა 36°-მდე აიწევს
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19-20 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი.  აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი.


ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +23, +28° ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში +31, +36° იქნება.
21-24 ივლისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება არამდგრადი ამინდი, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +25, +30° აღმოსავლეთ საქართველოში +29, +34° იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ამინდი სიცხე /