საზოგადოება
გურჯაანელი მოკრივეების წარმატება ბათუმში
14-17 ივლისს ბათუმში ჩატარდა საერთაშორისო ტურნირი კრივში, სადაც სოფელ ვეჯინის წმინდა გიორგის სახელობის კრივის დარბაზის სპორტსმენებიც მონაწილეობდნენ.

52 კგ. წონით კატეგორიაში პირველი ადგილი მოიპოვა თორნიკე მთივლიშვილმა .
56 კგ. წონით კატეგორიაში, ასევე, პირველ ადგილზე გავიდა გიორგი მესტიაშვილი.
69 კგ. წონით კატეგორიაში შალვა ფრიდონიშვილი მეორე ადგილის მფლობელი გახდა.
63 კგ. წონით კატეგორიაში მეორე ადგილს დასჯერდა ვალერი გოჯიაშვილი.
„ბათუმში გამართულ ტურნირზე ხუთი გურჯაანელი ახალგაზრდაც იმყოფებოდა. აქედან ოთხმა საკმაოდ მაღალი შედეგი აჩვენა. მთლიანობაში მათი გამოსვლა წარმატებულად უნდა შეფასდეს, რადგან ტურნირში მონაწილეობას უძლიერესი ქართველი მოკრივეები იღებდნენ. ასევე იყვნენ ჩამოსულებიც: უკრაინიდან, ყაზახეთიდან აზერბაიჯანიდან და სხვა. ამ ფონზე ჩვენმა ბიჭებმა შეძლეს ასეთი შედეგისთვის მიეღწიათ. დღეს ჩვენ შევხვდით მათ და კიდევ ერთხელ მივულოცეთ გამარჯვება.“-აღნიშნა გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ალექსანდრე ყვირალაშვილმა.


მისივე თქმით, ახალგაზრდა სპორტსმენები გურჯაანის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობამ დააფინანსა და მომავალშიც ყველანაირად გვერდში დაუდგებიან.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები გურჯაანი / კრივი /