საზოგადოება
გურჯაანის სოციალური სააგენტოს უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ზაზა თოდაშვილი დაინიშნა
საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოციალური მომსახურების სააგენტოში უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ახალი კადრი დაინიშნა. გურჯაანში ეს პოსტი გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსმა ზაზა თოდაშვილმა დაიკავა.
ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ის "ქართული ოცნების" მხარდამჭერია და გამგებლის რეკომენდაციით შეარჩიეს. 2014 წელს თვითმმართველობის არჩევნებში, მმართველმა გუნდმა ის საკრებულოს წევრობის კანიდიდატად წარადგინა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესსამსახურის თქმით, ზაზა თოდაშვილის დანიშვნა მისი გამოცდილებით მოხდა და არა პოლიტიკური ნიშნით. აღნიშნულ ინფორმაციას უარყოფენ თავად გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

-"სოციალური მომსახურების სააგენტო არ არის სუბორდინაციაში ადგილობრივ თვითმმართველობასთან. გამგებელს უფლება არ აქვს საკადრო პოლიტიკის განსაზღვრის, შესაბამისად, არც ჩარეულა. “-აღნიშნა პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებლად ეკა ბეჟაშვილი დაინიშნა, რომელიც ამავე განყოფილების თანამშრომელი იყო. ის გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების აღიარების კომისიის თავმჯდომარის თემურ ზარდიაშვილის მეუღლეა.

საქართველოს მასშტაბით სოციალური მომსახურების სააგენტოს 30 უფროსი მიმდინარე წლის იანვარში გათავისუფლდა. შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზად სააგანეტომ ატესტაცია დაასახელა.

| Print |
FaceBook Twitter Google