საზოგადოება
ლაგოდეხის იუსტიციის სახლი აგვისტოში გაიხსნება
ლაგოდეხის იუსტიციის სახლის ფილიალი 3 აგვისტოს გაიხსნება. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადგილზე ჩავიდა  და მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.


ფილიალის გახსნის შემდეგ მოსახლეობას საშუალება ექნებათ, სწრაფად და კომფორტულად მიიღონ სახელმწიფო და კერძო სექტორების 400-ზე მეტი სერვისი. იუსტიციის სახლში განთავსდება იუსტიციის სამინისტროს სსიპ-ების − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს, საქართველოს ეროვნული არქივის, დანაშაულის პრევენციის ცენტრისა და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს − ოფისები. მოეწყობა, იუსტიციის სასწავლო ცენტრის ტრენინგების ოთახი.

ლაგოდეხის იუსტიციის სახლი ერთ-ერთია იმ ოთხი სახლიდან, რომელიც 2016 წლის ბოლომდე გაიხსნება. პროექტი არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას ეკუთვნის. შენობის საერთო ფართი 760 კვადრატული მეტრი იქნება და აქ 35 ადგილობრივი დასაქმდება.
| Print |
FaceBook Twitter Google