საზოგადოება
დედოფლისწყაროში შვიდკილომეტრიანი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 7 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ახორციელებს.


სარეაბილიტაციო მონაკვეთი კახეთის რეგიონში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის. პროექტით გათვალისწინებულია: ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, სახიდე გადასასვლელისა და ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია. ავტოტრანსპორტის უსაფრთხო მოძრაობის უზრუნველსაყოფად, მძღოლთა სრულყოფილი ორიენტაციის მიზნით მოხდება საავტომობილო გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა, ზღუდარების მოწყობა, მიმმართველი ბოძკინტების დაყენება და სავალი ნაწილის მონიშვნა.

ამ დროისთვის 7 კილომეტრიან სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 2 600 000 ლარია.
| Print |
FaceBook Twitter Google