საზოგადოება
ექვსი ვაკანსია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობაში
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის გამგეობამ 6 ვაკანტურ პოზიციაზე კონკურსი გამოაცხადა. ვაკანტურ ადგილებზე ხელფასი 330-დან 980 ლარამდეა მერყეობს.
კონკურსში მონაწილეობისთვის რეგისტრაციის გავლა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებ გვერდზე (hr.gov.ge) შეგიძლიათ.
ვაკანსიები გამოცხადებულია შემდეგ პოზიციებზე:

კანდიდატს უფლება აქვს, განაცხადი ერთდროულად 5 ვაკანსიაზე წარადგინოს. კონკურსი სამ ეტაპად ჩატარდება - განცხადების გადარჩევა, ტესტირება და გასაუბრება.

საჯარო მოხელეთა შესარჩევი საკონკურსო ტესტები 60 კითხვით განისაზღვრება. ტესტები მოიცავს კონსტიტუციას, ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს, საჯარო სამსახურის შესახებ კანონს, ევროპულ ქარტიას ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსს და ზოგად უნარ-ჩვევებს. კონკურსანტებმა გასაუბრებაზე მოსახვედრად 51%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

დამატებითი ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეგიძლიათ.
| Print |
FaceBook Twitter Google