საზოგადოება
ეთნიკური უმცირესობებისთვის სახელმწიფო ენის სწავლების მიზნით კონკურსი გამოცხადდა
მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი „არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში აცხადებს დამხმარე მასწავლებლის, ქართულის, როგორც მეორე ენის დამხმარემასწავლებლის და კონსულტანტ-მასწავლებელის შესარჩევ კონკურსს.
კონკურსის წესით შერჩეული პროგრამის მონაწილეები 2016-2017 სასწავლო წლიდან დასაქმდებიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის რეგიონების არაქართულენოვან სკოლებში და უზრუნველყოფენ:

-ქართულის, როგორც მეორე ენის სწავლების გაუმჯობესებას და ადგილობრივიმასწავლებლების პროფესიული განვითარების ხელშეწყობას;

-ადგილობრივ მასწავლებლებთან ერთად საგაკვეთილო პროცესის წარმართვასსხვადასხვა დისციპლინებში ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტის შესაბამისად;

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა 27 ივლისია, დამატებითი ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე შეგიძლიათ.

„არაქართულენოვანი სკოლების მასწავლებლების პროფესიული განვითარების პროგრამა“ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერგანხორციელებული პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს არაქართულენოვანსკოლებში საზოგადოებრივი მეცნიერებების საგნებისა და სახელმწიფო ენისსწავლა/სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ქართული ენის ფლობის დონის გაუმჯობესებას და მათი სოციალური ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას.

განაცხადების მიღება 28 ივლისს მთავრდება. დამატრებითი ინფორმაციის ნახვა საჯარო სამსახურის ბიუროს იფიციალურ გვერდზე შეგიძლიათ.
| Print |
FaceBook Twitter Google