საზოგადოება
დევნილებს ლაგოდეხში ბინები უსასყიდლოდ გადაეცემათ
ლაგოდეხში დევნილ ოჯახებს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაეცემათ, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

ლაგოდეხელებთან ერთად, სულ 198 დევნილი მიიღებს უსასყიდლოდ ფართს თბილისში, ქუთაისსა და ხონში.
„198 ოჯახს დევნილ ოჯახს თბილისში, ქუთაისში, ხონსა და ლაგოდეხში უკვე უსასყიდლოდ გადავცემთ საკუთრებაში ფართს. 2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე 12 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა მათ მფლობელობაში არსებული თუ ახალი ფართები და ეს პროცესი სრული დატვირთვით გრძელდება.“-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.
| Print |
FaceBook Twitter Google