საზოგადოება
კაჭრეთში ავარიის შედეგად დაშავებული მამაკაცი რეანიმაციაში რჩება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ერთ-ერთი მამაკაცი მკურნალობას ჯეო-ჰოსპიტალსის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს, მეორე კი უკვე გაწერეს.
-"მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მართვითი სუნთქვაზე არ გადაგვიყვანია.  მეორეს კი მსუბუქი დაზიანება ჰქონდა და არ დასჭირდა სტაციონალური მკურნალობა."- განუცხადა speqtri.ge-ს საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა რამაზ თევზაძემ.

გუშინ სოფელ კაჭრეთში ერთმანეთს  საზამთროთი დატვირთული მიკროავტობუსი და სატვირთო მანქანა შეეჯახა. ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

საქმე სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დაღევას გულისხმობს.


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კაჭრეთი / ავარია /