საზოგადოება
სოფელი კარდენახი დაისეტყვა
ძლიერმა სეტყვამ და ქარიშხალმა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კარდენახი დააზარალა. სტიქიამ ვენახები, საზამთროს ბაღები და ბოსტნეული კულტურები გაანადგურა.
-"საშინელი გრიგალი და ქარშხალი იყო, რომელსაც თან სეტყვა ერთვოდა. სეტყვა ალაზნის ველზე მოვიდა.  ხალხს ამ ადგილას საქონლის სადგომები აქვს და სახურავებიც გადახადა. გურჯაანიდან სპეციალურ კომისიას ველოდები და ადგილზე წუთი-წუთზე გავალთ, მოსახლოების მხრიდან ნაწილ-ნაწილ მაქვს ინფორმაცია, როგორც მოსახლეობისგან ვიცი, ზოგიერთის მოსავალი 100%- განადგურდა, ზოგის კი 50 %."-აღნიშნა speqtri.ge-სთან გამგებლის წარმომადგენელმა სოფელ კარდენახში ალექსანდრე ტურიაშვილმა.

მიმდინარე წელს სტიქიამ კახეთი რამდენჯერმე დააზარალა. დაისეტყვა ყვარელი, გურჯაანი, სიღნაღი და საგარეჯო.


| Print |
FaceBook Twitter Google