საზოგადოება
ქარმა გურჯაანში ადმინისტრაციული შენობის სახურავი დააზიანა
გუშინ საღამოს ძლიერმა ქარმა ქალაქ გურჯაანში ადმინისტრაციულ შენობას სახურავი გადახადა. თუნუქის ფრაგმენტი პოლიციის ეზოში დაეცა.

„დაახლოებით 50 კვადრატულია გადახდილი. წუხელ 12 საათამდე აქ ვიყავით, ჩვენმა სამსახურმა და სამაშველომ თუნუქი ძლივს ჩამოვიღეთ. დაზიანებული ნარჩენები დასუფთავების სამსახურმა უკვე გაიტანა.“- გვითხრა გამგებლის წარმომადგენელმა ქალაქ გურჯაანში დიმიტრი არევაძემ.

მისივე თქმით, შედგება ხარჯთაღრიცხვა და თუ ამინდი ხელს შეუწყობთ, სამუშაოები მომდევნო კვირაში დაიწყება.
| Print |
FaceBook Twitter Google