საზოგადოება
საქართველოში კვლავ წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 26-27 ივლისს საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა.


ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +27, +32°, აღმოსავლეთ საქართველოში კი +28, +33° იქნება. 28 ივლისს საქართველოში ისევ წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა +23, +28°--მდე დაეცემა.
29-31 ივლისს კვლავ შენარჩუნებული იქნება არამდგრადი ამინდი, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა +27, +32° იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები სეტყვა / წვიმა /