საზოგადოება
ლაგოდეხში მაჭისციხის რეაბილიტაცია დაიწყო
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მაჭისციხის ეკლესიის რეაბილიტაცია დაიწო.


ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ჯამბურიამ სოფელ მაწიმში მაჭისციხის მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. პროექტის განსახორციელებლად ისტორიული ძეგლთა დაცვის და გადარჩენის ფონდმა 40 000 ლარი გამოყო, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან სამუშაოები 2 500 ლარით დაფინანსდა. წლების განმავლობაში აღნიშნულ ისტორიულ ძეგლს რეაბილიტაცია ესაჭიროებოდა, ჩამონგრეული სახურავიდან ტაძარში წყალი ჩადიოდა, დაზიანებულ სახურავზე მცენარეები იყო ამოსული. პროექტის ფარგლებში მაჭისციხის არსებულ კარის ეკლესიას მთლიანად შეეცვლება ჩამონგრეული სახურავი და დამსკდარი კედლები რკინის კონსტრუქციით გამაგრდება.

აღნიშნული ისტორიული ძეგლი ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების საფეხმავლო და საცხენოსნო ტურშია ჩასმული. მაჭისციხე (თოღა) და მის კომპლექსში შემავალი ეკლესია V- XII საუკუნეებში კახეთის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია იყო. ის ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე სოფელ მაწიმთან მდებარეობს.
| Print |
FaceBook Twitter Google