საზოგადოება
დაუწესებენ თუ არა ბანკები შეღავათებს სტიქიით დაზარალებულ კარდენახელებს
გასულ კვირას ძლიერმა სეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი კარდენახი დააზარალა. სტიქიამ ვენახები, საზამთროს ბაღები და ბოსტნეული კულტურები გაანადგურა.

როგორც გურჯაანის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტეს, შესაბამისმა კომისიამ ზარალი უკვე დაითვალა.
„დაზიანებულია 22 ჰექტარი სახნავ-სათესი ტერიტორია. სულ დაზარალებულია 30 ფერმერი. განადგურდა ერთწლიანი კულტურები. ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ, აქვთ ბანკის ვალები, ამიტომ მაქსიმალურად მივეხმარებით, რომ მოხდეს რესტრუქტურიზაცია ან შეღავათიანი პირობები დაუწესონ. ჩვენ გუბერნიას ამის თაობაზე უკვე მივმართეთ და თუ შეძლებენ ბანკებთან უშუამდგომლებენ. ადგილობრივი თვითმმართველობა და გუბერნია ყველანაირად შეეცდება მათ დახმარებას. “-აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგეობის პრესასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსმა ზვიად ბიაშვილმა.

მისივე თქმით, დაზიანების ხარისხი 40-დან 100 პროცენტამდეა.

 

| Print |
FaceBook Twitter Google