საზოგადოება
თელავში გვირაბი აღმოაჩინეს
თელავში ჩოლოყაშვილების ქუჩაზე სპეციალისტებმა, სავარაუდოდ შუა საუკუნეების გვირაბი აღმოაჩინეს. ამ ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები რამდენიმე დღეა რაც მიმდინარეობს.


ისტორიკოსების ვარაუდით გვირაბის თაღოვანი განლაგება და გალავნის სხვადასხვა დონე რამდენიმე ეპოქის არსებობაზე მიუთითებს.
„გამოიკვეთა ძალიან საინტერესო კონტურები, ციტადელის მსგავსი გალავანი, რომელსაც ძალიან უჩვეულო წყობა აქვს, გამოვლინდა კიდევ სხვა არტერფაქტები .“- აღნიშნა თელავის მერიის ძეგლთა დაცვის სპეციალისტი ვახტანგ გაგნიძემ.

სპეციალისტებმა კერამიკის ნაკეთობები და ადამიანის ძვლებიც აღმოჩინეს. მასალები შესაბამის ლაბორატორიაში გადაიგზავნა.  არქეოლოგიური სამუშაოებისთვის თელავის მერიამ 6 ათას ლარზე მეტი გამოყო.
| Print |
FaceBook Twitter Google