საზოგადოება
მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი რთულდება- როგორ აფასებენ სიახლეს ექსპერტები
ანი ზირაქაშვილი მართვის მოწმობის ასაღებად, გურჯაანში, ერთ-ერთ ავტოსკოლაში მეცადინეობს. ის გამოცდაზე გასვლას მანამდე აპირებს, სანამ პრატიკული ნაწილი გართულდება. როგორც ცნობილია, მსურველებს, 2017 წლიდან პრაქტიკის ჩაბარება არა შსს-ს მომსახურების სააგენტოში, არამედ დედაქალაქში მოუწევთ.

„ჩემი აზრით, ამ ცვლილების შემდეგ, "პრავის" აღება გართულდება. თუმცა, მეორე მხრივ, სასარგებლოცაა ეს პრინციპი, რადგან მათ სამომავლოდ ქუჩაში მოუწევთ მოძრაობა.“

ანის მსგავსად მართვის მოწმობის გამოცდაზე გასვლას გეგმავს ბესო ხარაიშვილი. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილების შემდეგ პრაქტიკული ნაწილის ჩაბარება ქალაქში უფრო მეტად გაუჭირდებათ.

„ვფიქრობ, მძღოლებს გზაზე უფრო მეტი სიფრთხილე მართებთ, განსაკუთრებით იმათ, ვისაც პრავა ახალი აღებული აქვს. ეს სიახლე კარგია, მაგრამ ალბათ ბევრი ვეღარ შეძლებს პრაქტიკა ჩააბაროს. თბილისში მეტად გაუჭირდებათ, რადგან იქ უფრო რთულია მოძრაობა. გამოცდას ალბათ თელავში, მანამდე ჩავაბარებ, სანამ ამ წესს შემოიღებენ“.

მართვის მოწმობის აღების მსურველებისგან განსხვავებით, ევროკავშირის პროექტის ექსპერტი საგზაო უსაფრთხოებისა და ტრანსპორტის საკითხებში გელა კვაშილავა განსახორციელებელ ცვლილებას დადებითად აფასებს.

„სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ავტოსაგზაო შემთხვევების დაახლოებით 40% ახალბედა მძღოლებზე მოდის. ავარიის შედეგად გარდაცვლილთა უმეტესობა ახალგაზრდაა. აქედან გამომდინარე, პრაქტიკული ხასიათის გამოცდების შემოღება მნიშვნელოვანია. როგორც ცნობილია, დიდი ნაწილი თეორიულს გამოცდას კარგად აბარებს, პრაქტიკა კი უძნელდებათ. პრაქტიკული ხასიათის გამოცდა ყველა ქვეყანაში ქალაქში ტარდება. ეს სტანდარტია არა მარტო განვითარებულ, არამედ განვითარებად ქვეყნებშიც. ცვლილება რაც შეიძლება მალე უნდა განხორციელდეს, რათა მივიღოთ ისეთი ახალბედა მძღოლები, რომლებსაც გააზრებული ექნებათ, თუ რას ნიშნავს ავტოსატრანსპორტო მოძრაობაში ჩართვა.“

ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი გამოცდის რეალურ სივრცეში ჩაბარების მომხრეა, თუმცა შენიშვნები მაინც აქვს. მისი თქმით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის ძირეული ცვლილებებია საჭირო.

„ის, რომ პრაქტიკული გამოცდა ქალაქში ჩატარდეს, ამას მხარს ვუჭერთ და მოგვწონს. მაგრამ ამის ცალკე საკითხად განხილვა არ შეიძლება. საკითხი საგზაო უსაფრთხოების პროგრამაშია შეტანილი და პარლამენტში უკვე რვა თვეა გაჭედილია, საკანონმდებლო ორგანო ამ კანონის მიღებას არჩევნებამდე არ აპირებს. ჩათვალეს, რომ ეს ცვლილებები წინასაარჩევნოდ არაპოპულარული იქნებოდა, ამას ღიად ამბობენ პოლიტიკოსებიც, რაც სამარცხვინოა. მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკაში გადატანაზე შსს-ს პოზიცია მოვისმინეთ, რომ ამისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობაა საჭირო. სიმართლე გითხრათ, ამას ვერ ვხვდები. მრავლად არის ისეთი ქუჩები და გზები, სადაც მოძრაობა ინტენსიური არ არის, შეიძლება სწორედ აქ ჩააბარონ და რა პრობლემას წარმოადგენს არ ვიცი.“

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია რამდენიმე დღეში საზოგადოებას წარუდგენს იმ კვლევის შედეგებს , თუ როგორ ისწავლება საჭის მართვა და საგზაო ნიშნები საჯარო და ავტოსკოლებში. დავით მესხიშვილი ამბობს, რომ ამ მხრივ მდგომარეობა კატასტროფულია.

ავტოსკოლები მოსწავლეებს რეალურად ამზადებენ მხოლოდ იმისთვის, რომ მართვის მოწმობა აიღონ. თითქმის არ ხდება მძღოლის უნარ-ჩვევების გამომუშავება, უბრალოდ, აზეპირებინებენ. ვისაც როგორ ესმის, ისე ასწავლის. სერიოზული ცვლილებებია საჭირო, როგორც საჯარო, ასევე ავტოსკოლებში. აქედან ვხედავ, ავარიების შემცირების გარკვეულ საფუძვლელს. საქართველოში მძღოლი, რომელიც მართვის მოწმობას იღებს, არ აქვს საჭირო უნარ- ჩვევები, შესაბამისად, ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას, ვერ ახერხებს რისკის თავიდან არიდებას. ევროპულ სკოლებში ისწავლება ავარიის თავიდან აცილების მართვა. ჩვენთან, გზაზე გამოდის მძღოლი, რომელმაც არ იცის წვიმაში ტარება, ღამე საჭის მართვა, მოყინულ და თოვლიან გზაზე გადაადგილება. აქედან გამომდინარე, მარტო იმით, რომ გამოცდა ქალაქში ჩააბარონ, რეალური სურათი არ შეიცვლება.“

ცვლილების შემდეგ მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილი რომ გართულდება, ამაზე თავად შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილიც საუბრობს. მისი განცხადებით, აღნიშნული სიახლე ძალაში 2017 წლის მეორე ნახევვრისთვის, მაქსიმუმ 2017 წლის ბოლოსთვის შევა.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ
აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”
კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და
აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია
მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის
გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმა ე.წ. ე.წ აგენტების, იგივე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის პარლამენტში ხელახლა ინიცირებას ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ პლატფორმის 200-მდე ორგანიზაცია შეურაცხყოფილია მმართველი პარტიის მიერ საზოგადოების წინაშე დადებული პირობის გატეხვით - აღარ დაბრუნებოდა ე.წ. ,,აგენტების შესახებ” კანონს.
10:35 / 04.04.2024
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის
ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა.
დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე
საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა
შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი
მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში
გაავრცელა.
კახეთის „მიუსაფარ ცხოველთა მართვის სააგენტოს“ გურჯაანის ინტერმუნიციპალური ცენტრის გარშემო მორიგი სკანდალი ატყდა. დაწესებულებაში ცხოველების მიმართ არასათანადო, სასტიკ მოპყრობაზე საუბარი ამჯერად მას შემდეგ დაიწყო, რაც ცხოველთა უფლებადამცველმა შორენა ლობჟანიძემ კოლეგებთან ერთად ჩატარებული წინასწარდაგეგმილი მონიტორინგის ფოტო-ვიდეომასალა და კომენტარები სოციალურ ქსელში გაავრცელა.
23:32 / 28.03.2024
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ
კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს
გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
2023 წლის ბოლოს პარლამენტმა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანა არსებულ კანონში „საგზაო ტრანსპორტის შესახებ“, რომელიც ითვალისწინებს გამკაცრებულ რეგულაციას ავტოსადგურებისთვის.
14:26 / 25.03.2024
დღეს, 21 მარტს, საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
დღეს, 21 მარტს, საქართველოში ქართული ჟურნალისტიკის დღე აღინიშნება.
13:14 / 21.03.2024
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თბილისი-საგარეჯოს მაგისტრალური გზის 31 კმ-იანი და ბაკურციხე-წნორის 16.6 კმ-იანი მონაკვეთების მშენებლობა გრძელდება.
16:04 / 23-02-2024
ქალაქ გურჯაანში 2023 წლის 15 ივნისს მომხდარი სტიქიის შემდეგ თითქმის რვა თვეა გასული. სტიქიის შედეგად დაზიანდა როგორც ქალაქის ცენტრალური ნაწილი და მისი გარეუბნები, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მქონე გურჯაანი-ჭაბუკიანი-აფენი-კაბალის გზაც. დროში გაწელილი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების გამო გურჯაანის მოსახლეობა წუხს.
18:17 / 09-02-2024
სხვა ამბები
“ქართული ოცნებიდან” კანონპროექტის ავტორები ამბობენ, რომ ხელმძღვანელობენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ, 1938 წელს მიღებული კანონის, FARA-ს (*უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტი) პრინციპით.
15:32 / 05-04-2024
„ქართული ოცნება“ კვლავ აინიცირებს ე.წ აგენტების, იგივე უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს. ამის შესახებ საზოგადოებისთვის დღეს, 3 აპრილს გახდა ცნობილი.
12:28 / 03-04-2024
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ (TI) განცხადებით, თუკი პარლამენტი მხარს დაუჭერს საარჩევნო კოდექსში ცვლილების კანონპროექტს, იზრდება საფრთხე იმისა, რომ ამომრჩეველთა მიერ გამოხატული ნება ადეკვატურად არ აისახოს მანდატებში.
15:41 / 26-03-2024
"საქართველოში აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია" მიუხედევად იმისა, რომ ასე იწყება "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" კანონის მეორე მუხლი, გენდერული დისკრიმინაცია და უთანასწორობა ჩვენს ქვეყანაში სხვა გამოწვევებს შორის ერთ-ერთი მთავარია.
14:02 / 15-03-2024
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი პროექტი, „თიბისის განათლების სივრცე” შექმნა. პროექტის ფარგლებში, საქართველოს ყველა რეგიონის სკოლებში მრავალფუნქციური სივრცეების მოწყობა იგეგმება, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ დაკავდნენ მრავალფეროვანი, კლასგარეშე აქტივობებით და გაიღრმავონ ცოდნა მათთვის საინტერესო მიმართულებით.
16:02 / 07-03-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 11 / 23 °C
img
საგარეჯო 12 / 23 °C
img
დ.წყარო 10 / 22 °C
img
სიღნაღი 11 / 24 °C
img
ლაგოდეხი 11 / 21 °C
img
ყვარელი 11 / 23 °C
img
თელავი 12 / 24 °C
img
ახმეტა 12 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.