საზოგადოება
გამოკითხულთა 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს- NDI
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 51% აცხადებს, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ოჯახური პირობები უცვლელია.
32% მიიჩნევს, რომ მდგომარეობა გაუარესდა; 17%-ის თქმით კი- უკეთესადაა; 1%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 63% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს, 36% კი დასაქმებულად.

გამოკითხულთა უმეტესობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხები კვლავ სამუშაო ადგილები და სიღარიბეა.

ხუთეულში შემდეგი ადგილები უკავია ტერიტორიულ მთლიანობას, ფასების ზრდა/ინფლაციას და პენსიებს. ჩამონათვალში მოხვდა ხელმისაწვდომი სამედიცინო მომსახურება, განათლება, ხელფასები, რუსეთთან ურთიერთობა, სამართლიანობის აღდგენა და ა.შ.

NDI-მ კვლევის საველე სამუშაოები 8 ივნისი - 6 ივლისის პერიოდში ჩაატარა.

კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ახორციელებს.



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები NDI / კვლევა /