საზოგადოება
გურჯაანის პოლიციის უფროსის შემდეგ თანამდებობა მისმა მოადგილემაც დატოვა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის გურჯაანის რაიონულ სამმართველოში საკადრო ცვლილებები გრძელდება.
ჩვენი ინფორმაციით, თანამდებობა პოლიციის ყოფილი უფროსის გიორგი კრაწაშვილის შემდეგ, მისმა მეორე მოადგილემ გოგა დარეჯანაშვილმაც დატოვა.
ინფორმაცია speqtri.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში დაუდასტურეს.

- "პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. ამ დროისთვის კადრების განკარგულებაშია".

ცნობისთვის, კადრების განკარგულება ერთგვარი რეზერვია. ამ შემთხვევაში, პირს ხელფასი ორი თვე უნარჩუნდება, ოთხი თვის გასვლის შემდეგ, თუკი რაიმე ვაკანსიაზე არ მოხდა მისი დანიშვნა, სისტემიდან ავტომატურად დაითხოვენ .

მიმდინარე თვეში, თანამდებობა დატოვა გურჯაანის რაიონული სამმართველოს უფროსმა გიორგი კრაწაშვილმაც. როგორც შსს-ში განმარტეს, მოქალაქეების მიმართვის საფუძველზე, გენერალურ ინსპექციაში სამსახურებრივი შემოწმება მიმდინარეობს. გიორგი კრაწაშვილი საკუთარი განცხადების საფუძველზე იმ მიზეზით გათავისუფლდა, რომ პროცესს ხელი არ შეშლოდა.


| Print |
FaceBook Twitter Google