საზოგადოება
პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება
შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი მღებრიშვილის გადაწყვეტილებით, პოლიციის დეპარტამენტების ავტოპარკი მთელი საქართველოს მასშტაბით განახლდება. გადაწყვეტილება სამინისტრომ რეგიონებში სამართალდამცველების სამსახურებრივი შესაძლებლობების განვითარების მიზნით მიიღო.
დღესვე, შს მინისტრის პირველმა მოადგილემ შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტს „შკოდას“ მარკის 6 ახალი ავტომანქანა პირადად გადასცა.

”ახალი ავტომანქანები აჭარის რეგიონში პოლიციელების ოპერატიულ მუშაობას კიდევ უფრო ეფექტიანს გახდის და საზოგადოებრივი მართლწესრიგის დაცვას შეუწყობს ხელს”, - აცხადებენ უწყებაში.
| Print |
FaceBook Twitter Google