საზოგადოება
გურჯაანის ღია პირველობა ჭადრაკში
გურჯაანში ნანა იოსელიანისა და გია გიორგაძის სახელობის საჭადრაკო კლუბში გაიმართა გურჯაანის ღია პირველობა ჭადრაკში.

ტურნირში, რომელიც მუნიციპალიტეტის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ინიციატივით და ორგანიზებით ჩატარდა, 24 მოჭადრაკე მონაწილეობდა.
„ტურნირი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა და სულ 7 ტური გაიმართა. ექვსნახევარი ქულით დამსახურებულად პირველი ადგილი აიღო და გურჯაანის ჩემპიონის ტიტული მოიპოვა აკაკი ზარდიაშვილმა, მეორე ადგილზე გავიდა გია ქიტესაშვილი, ხოლო მესამეზე - ვანო მინდორაშვილი. გამარჯვებულები შესაბამისი ხარისხის მედლებით, დიპლომებით, თასებით, ჭადრაკით, ჭადრაკის საათებითა და „ფლეშკიანი“ დინამიკებით დაჯილდოვდნენ. ჯილდოები გადაეცათ ასევე ტურნირის ყველაზე პატარა მონაწილეს-5 წლის ვიკა ქაჩლიშვილს და ყველაზე უხუცესს - 86 წლის ფარნაოზ ბეროშვილს. მონაწილეობა მიიღო ბაკურციხელი ბედინაშვილების ოჯახის სამმა წევრმა. ისინი გუნდური მონაწილეობისათვის მსაჯმა გია ქიტესაშვილმა წიგნებით დაასაჩუქრა.“-აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტისა და ახალგაზრდობის მთავარმა სპეციალისტმა იზა თერგიაშვილმა.
მისივე თქმით, ტურნირი ტრადიციული გახდება. მომავალ წელს კი რეგიონალური ასპარეზობის ჩატარებაც იგეგმება.

| Print |
FaceBook Twitter Google