საზოგადოება
პოლიციელი ქალი, რომელიც საჭესთან მღეროდა 40 ლარით დააჯარიმეს [Video]
რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც პოლიციის თანამშრომელი ქალი, ავტომობილს მართავდა და მღეროდა.

ვიდეოში ჩანს, რომ მას უსაფრთხოების ღვედი არ ეკეთა, რის გამოც  40 ლარით დაჯარიმდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 118-ე პრიმა მუხლის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას მძღოლის ან მის გვერდით მჯდომი მგზავრის მიერ უსაფრთხოების ღვედის გამოუყენებლობა გამოიწვევს ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის დაჯარიმებას 40 ლარით.

| Print |
FaceBook Twitter Google