საზოგადოება
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კახეთში 11 მიწის ნაკვეთი გადაეცა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“  ჩაატარა კვლევა, თუ  რამდენად მიზნობრივად და დასაბუთებულად ხდება სახელმწიფო ქონების გადაცემა რელიგიური ორგანიზაციებისთვის.
კვლევამ კახეთის რეგიონი მოიცვა,  2011 წლის 1 იანვრიდან 2016 წლის 15 ივნისის ჩათვლით.

არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ქონება გადაცემული აქვთ მხოლოდ 2 რელიგიურ ორგანიზაციას: საქართველოს მართლმადიდებელ ავტოკეფალიურ ეკლესიასა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს. აქედან მუსლიმთა სამმართველოს  49 წლიანი იჯარით, ხოლო მართლმადიდებელ ეკლესიას ქონება გადაეცა საკუთრებაში, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად.

2011 წლიდან დღემდე კახეთის მუნიციპალიტეტში სსიპ სახელმწიფო ქონების მართვის ეროვნული სააგენტოდან საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სულ გადაცემული აქვს 11 მიწის ნაკვეთი საერთო ფართობით 185 784კვ.მ. და მასზე არსებული შენობა ნაგებობები, რომლის საერთო ფართობი 3 406.58კვ.მ-ს შეადგენს.

მიწის ნაკვეთების გადანაწილება მუნიციპალიტეტების მიხედვით შემდეგნაირია:  საქართველოს საპატრიარქოს დედოფლისწყაროში, ყვარელში, სიღნაღში, საგარეჯოსა და ლაგოდეხში ერთი, ხოლო გურჯაანსა და ახმეტაში კი, სამი მიწის ნაკვეთი გადაეცა.
რაც შეეხება ობიექტების გადანაწილებას საქართველოს მუსლიმთა კავშირისთვის, ასე გამოიყურება: თელავსა და ყვარელში ერთი, ლაგოდეხში – ოთხი, საგარეჯო კი-  რვა ობიექტი.

| Print |
FaceBook Twitter Google