საზოგადოება
დედოფლისწყაროში კიკბოქსინგში შეჯიბრი გაიმართა
დედოფლისწყაროში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ცენტრის ინიციატივითა და ხელშეწყობით კიკბოქსინგში k-1 წესით პროფესიონალური ორთაბრძოლები გაიმართა.


შეჯიბრებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოსა და მსოფლიო ჩემპიონები და პრიზიორები ბაქოდან, ბათუმიდან, თელავიდან, სიღნაღიდან და დედოფლისწყაროდან (გუნდი ,, ჩემპიონი“).  57, 60, 65 კგ წონით კატეგორიაში სულ 15 ბრძოლა გაიმართა. ყველა მათგანი დედოფლისწყაროს კიკბოქსინგელთა გამარჯვებით დასრულდა.
| Print |
FaceBook Twitter Google