საზოგადოება
ლაგოდეხში იუსტიციის სახლი გაიხსნა
იუსტიციის სახლის რიგით მეთვრამეტე ფილიალი ლაგოდეხში იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა გახსნა.   იუსტიციის სახლი 760 კვადრატულ მეტრს მოიცავს და ზაქათლის ქუჩაზე მდებარეობს.

მისი მშენებლობა ტენდერით შერჩეული, არქიტექტორ ლუკა ჩაგანავას პროექტით განხორციელდა.
2014 წლიდან დღემდე უკვე აშენდა და გაიხსნა ზუგდიდის, ფოთის, თიანეთის, ყაზბეგისა და ბორჯომის იუსტიციის სახლები. მშენებლობა მიმდინარე წლის ბოლომდე დაგეგმილია საქართველოს კიდევ 2 ქალაქში - ონსა და ახალქალაქში.

იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებას ლაგოდეხში  საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, თვითმმართველობის წევრები; დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო მისიების, ბიზნესსექტორისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ.

| Print |
FaceBook Twitter Google