საზოგადოება
მაღალქულიანი აბიტურიენტები 500 ლარით დასაჩუქრდებიან
გურჯაანის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 20 აბიტურიენტი, რომელიც ეროვნულ გამოცდებზე უმაღლეს ქულებს მიიღებს, 500 ლარით დაჯილდოვდება.

ინციციატივა ფრაქცია ,,რესპუბლიკელებს“ ეკუთვნის. რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, ზვიად ყვირალაშვილის თქმით, ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგებს გურჯაანის რესურსცენტრიდან მიიღებენ.
„პირველი ოცი აბიტურიენტი, რომელიც საუკეთესო შედეგებს აჩვენებს, 500 ლარით დაჯილდოვდება. ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10 000 ლარია გამოყოფილი. სიცოცხლისუნარიანი პროექტია და ვფიქრობთ თუ თანხა იქნება მომავალ წელსაც გავაგრძელოთ.“-აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები სავარაუდოდ, აგვისტოს შუა რიცხვებში გახდება ცნობილი.

| Print |
FaceBook Twitter Google