საზოგადოება
იორმუღანლოსთან ხუთვარსკვლავიანი 150 ვილა აშენდება
პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსთან ახლოს მდებარე უცხოური ინვესტიციებით შექმნილ ორ მეურნეობას ეწვია.


სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „არიკ ჯგუფი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 2,000 ჰა მიწის ფართობზე საქმიანობას სამი მიმართულებით ახორციელებს. კომპანიას 400-400 ჰა-ზე უკვე გაშენებული აქვს ვენახი და ხილის ბაღები. გარდა ამისა, სამომავლოდ იგეგმება 1000 ჰა ფსტას პლანტაციის გაშენებაც. მეორე მიმართულებაა აგრომრეწველობა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომლის წარმადობა წელიწადში 4 მლნ ბოთლი იქნება. გარდა ამისა, აშენდება მშრალი ხილისა და ფსტის გადამამუშავებელი საწარმოები. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ესაა ეკოტურიზმი. ფერმის ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი 150 ვილის მშენებლობაა გათვალისწინებული. ტურისტებს კომპანია შესთავაზებს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა პოლო, გოლფი, სკაიდაივინგი, ცხენებით ჯირითი და სხვ. აღნიშნულ ეკოტურისტული სოფლის დასახელება „ვინიჩიო ველეი“ იქნება.

დიმიტრი ქუმსიშვილმა საინვესტიციო პროექტის ტერიტორია დაათვალიერა და ინფორმაცია სამომავლო გეგმის თაობაზე უშუალოდ უცხოელი ინვესტორებისაგან მოისმინა.

| Print |
FaceBook Twitter Google